×
  • We always do more then you expect!

    Skiing and other winter sport

  • We always do more then you expect!

    Summer Resorts, Boat Trips and other

  • We always do more then you expect!

    Camping, Hiking, Hinting, Paragliding

  • We always do more then you expect!

    Rafting, Diving, Fishing

  • We always do more then you expect!

    Jeep Tours, Cycle Tours

  • We always do more then you expect!

    Corporative Tours

  • We always do more then you expect!

    Romantic evening organization, wedding organization

Tbilisi

Send Us
Your Impression

Home → Famous People
Lukas Travel

‎ჟან შარდენი‎

მისიონერების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა მიიღეს ცნობა ამ ნავსადგურში (მესინაში) ქართველი ელჩის ჩამოსვლის შესახებ, რომელსაც ქართველი მეფე (თეიმურაზ I) აგზავნიდა პაპთან (ურბან XVIII), ესპანეთის მეფესთან (ფილიპე IV) და იტალიის მთავრებთან, რათა მათთვის ეთხოვა დახმარება სპარსელებისა და თურქების წინააღმდეგ… ეს ელჩი იყო წმ. ბასილის წესის ბერი, ნიკიფორე ირბახი (ირუბაქიძე – ჩოლოყაშვილი), უმაღლესი კეთილშობილებით აღსავსე და თავმდაბალი ადამიანი… ტანად მაღალი ქართველი სარდლის შვილი. იმ სარდლის გამარჯვებათა შორის განსაკუთრებით დიდი გამარჯვება იყო მოპოვებული იმ სისხლიან შეტაკებაში, როდესაც ბრძოლის ველზე დარჩა 90 000 სპარსელი და 20 000 დაღუპული ქართველი… ირბახი გახლდათ ელჩი ქართველებისა, რომელებიც უფლის საფლავს იცავენ იერუსალიმში…

ჟან შარდენი - (1643-1713) - "მოგზაურობა სპარსეთსა და აღმოსავლეთის ქვეყნებში"

Lukas Travel

‎ბართოლომეო ფერო

მისიონერების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა მიიღეს ცნობა ამ ნავსადგურში (მესინაში) ქართველი ელჩის ჩამოსვლის შესახებ, რომელსაც ქართველი მეფე (თეიმურაზ I) აგზავნიდა პაპთან (ურბან XVIII), ესპანეთის მეფესთან (ფილიპე IV) და იტალიის მთავრებთან, რათა მათთვის ეთხოვა დახმარება სპარსელებისა და თურქების წინააღმდეგ… ეს ელჩი იყო წმ. ბასილის წესის ბერი, ნიკიფორე ირბახი (ირუბაქიძე – ჩოლოყაშვილი), უმაღლესი კეთილშობილებით აღსავსე და თავმდაბალი ადამიანი… ტანად მაღალი ქართველი სარდლის შვილი. იმ სარდლის გამარჯვებათა შორის განსაკუთრებით დიდი გამარჯვება იყო მოპოვებული იმ სისხლიან შეტაკებაში, როდესაც ბრძოლის ველზე დარჩა 90 000 სპარსელი და 20 000 დაღუპული ქართველი… ირბახი გახლდათ ელჩი ქართველებისა, რომელებიც უფლის საფლავს იცავენ იერუსალიმში…

ბართოლომეო ფერო, იტალიელი მოღვაწე, 1626 წ.
(ილ. ტაბაღუას წიგნიდან «საქართველო ევროპის არქივებში», ტ. II).

Lukas Travel

მარკო პოლო‎

ქართველები ლამაზი, მამაცი, ბრწყინვალე მოისრეები და ბრძოლებში ქებული მეომრები არიან, მათი სარწმუნოება ბერძნულ-ქრისტიანულია. თმას მოკლედ იკრეჭენ. ეს ის ქვეყანაა, რომლის გავლითაც ალექსანდრე მაკედონელი უნდა გაბრუნებულიყო დასავლეთში, მაგრამ მისი აღება ვერ შეძლო. ამისი მიზეზია არა მარტო გზათა სივიწროვე, არამედ მთასა და ზღვას შორის გაწოლილი ქვეყნის მცხოვრებთა სიმამაცე. ამიტომაც ალექსანდრემ ვერ შეძლო მისი გავლა და ააგო სიმაგრე, რასაც რკინის კარები ეწოდება (დარუბანდი, რასაც ასევე ახსენებს პაპის დესპანი, ბერი რუბრუკი, წმინდა ჯვაროსანი ლუი მეცხრისა. – ა.გ.)… საქართველოში ბევრია აბრეშუმი, ოქროქსოვილი, რომლის სადარსაც ვერსად ნახავ. დედამიწაზე არსად არ არის ასეთი სონღული. ტბაში თევზია და ტყეში ნადირი. ხალხი ეწევა ვაჭრობასაც და ხელოსნობასაც… აქ ბევრია მთა, ხევი, და თათრებმაც კი ვერ შეძლეს ამ ქვეყნის მთლიანად დაპყრობა (შემდეგ დიდი მოგზაური ლაპარაკობს დედათა მონასტერზე, ტბაზე, ზღვაზე, თევზაობაზე, და განაგრძობს გზას აღმოსავლეთისაკენ, ჩინეთისაკენ, სადაც ბოგდიხანს ემსახურებოდა ჩვიდმეტი წელი. მისი ცნობები საქართველოზე უფრო სარწმუნო და კეთილსინდისიერია, ვიდრე ზოგი თანამედროვე «მეგობრისა» , რომელიც უნდო, გაუმართლებელი ფანტასტიკის სფეროში გადადის).

მარკო პოლო - (1254 – დაახ. 1324) ვენეციელი ვაჭარი, იმოგზაურა ჩინეთში, სადაც დაჰყო 17 წელი (1275-1292).
მის ცნობილ წიგნში მცირე ადგილი დაეთმო საქართველოსაც, რომელიც გზად გავლისას მიმოიხილა.

Lukas Travel

სტრაბონი

დიოსკურიის მახლობლად სვანები(სოანები) ცხოვრობენ… ისინი ძალაგულოვანნი არიან და თავიანთი გამბედაობითა და საბრძოლო ძლირებით თითქმის ყველა ხალხზე შეუპოვარნი არიან. კავკასიის მაღალი მთებიც უჭირავთ და ყველა მეზობელ გვარ-ტომს განაგებენ. ჰყავთ მეფე და სამკაციანი საბჭო. ამბობენ, რომ სვანებს შეუძლიათ გამოიყვანონ ორასი ათასი კაცისაგან შემდგარი ლაშქარი, რადგან მთელი ხალხი ერთნაირი ძალის მებრძოლია.

სტრაბონი - (ძვ. წ. I – ახ. წ. II საუკ.), "გეოგრაფიკა"

Lukas Travel

‎ვინკელმანი‎

ასეთი ბუნება, ასეთი ცა ქმნის ადამიანებს შორის უმშვენიერეს და უნატიფეს ქმნილებებს, ამასთან სრულ თანხმობას ამ ქმნილებებს შორის. მშვენიერ ადამიანთა, ქართველთა ქვეყანა გვიმტკიცებს ამას.

Winckelmann, Kleine Schriften

Lukas Travel

‎ფრიდრიხ დიდი

დასავლეთში მე ვარ, აღმოსავლეთში კი პრინცი ერეკლე, ქართველთა მეფე.

ფრიდრიხ დიდი

Lukas Travel

ქრისტოფ რომელი‎

ქართველი ხალხი, მთლიანობაში აღებული, მშვენიერია, კარგი გარეგნობისა, მკვირცხლი, გონებამახვილი… კავკასიის ისთმოსი მეორე საბერძნეთად იქცევა.

ქრისტოფ რომელი - კავკასიის ხალხები», ვაიმარი 1808

Lukas Travel

ჰეგელი

მხოლოდ კავკასიის ხალხში აღწევს სული თავის აბსოლუტურ მთლიანობას, ერთიანობას საკუთარ თავთან, აბსოლუტურ დამოუკიდებლობას… აღწევს თვითგამორკვევას, თვითგანვითარებას, და ამით წინ მიჰყავს მსოფლიო ისტორია. მონღოლები წყალდიდობასავით მოშავდებიან, წამიერად ანგრევენ და სამაგიეროდ არაფერს არ აშენებენ, მხოლოდ აფერხებენ პროგრესს. მსოფლიო ისტორიაში პროგრესი მხოლოდ კავკასიის რასის წყალობით ხდება.

ჰეგელი - G. W. Fr. Hegel, Philosophie des Geistes, Ergänzugen, § 39.